ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. დღეს გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი და საერთო რაოდენობა 71 468-ს შეადგენს.
18 ნოემბერს კოვიდ-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.