ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე, ან საჯაროდ ღლიცინებდე” – კეკელიძე ცერცვაძეზე

კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა საზღვრის შემჩნევაა – ამის შესახებ, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც, თენგიზ ცერცვაძისთვის კორონავირუსის დადასტურებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმაურება.

„კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) – საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა – ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”.

შეიძლება, არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე – მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც – მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე, ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.

ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს კეკელიძე.

იტვირთბა....