ცოტნე, თავს კარგად გრძნობს და უკვე რამდენიმე დღეა რეაბილიტაციაც განაახლა – ამის შესახებ, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა “პრაიმტაიმს” განუცხადა.
მისივე თქმით, ცოტნეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
“ჩაუტარდა კიდევ ერთი ოპერაცია – თავის პლასტიკა. ორმხრივად მოხდა იმპლანტების ინსტალაცია. ოპერაცია ჩატარდა ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ოქტომბერს და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა”, – აცხადებს ჯაბაური.