“ყველაფერს თავისი რესურსი აქვს, მითუმეტეს სამედიცინოს. ეს არის დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღეც ასე იქნება. რესურსი ყოველთვის ამოწურვადია. ერთადერთ გამოსავალია, ისევ უნდა დაწესდეს მკაცრი შეზღუდვა, იმიტომ, რომ ამას სამედიცინო საზოგადება ვერ გაუძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სხვა გზა არ გვაქვს.”
ლევან რატიანი – საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“დღის ამბები”
როგორც რატიანი აცხადებს, “ვერცერთი ქვეყანა გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს.”
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.