ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე მათი ოჯახის წევრი კვლავ ვიქნები, მათი დეპუტატი ვიქნები”- ნათელაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა

“ლაეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ნაძალადევის რაიონში მის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ე.წ. მეორე ტურიდამ, რომელიც 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადევის ამომრჩეველს. მე მათი ოჯახის წევრი კვლავ ვიქნები, მათი დეპუტატი ვიქნები,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ.

იტვირთბა....