ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

23 450 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი თურქეთში გაბრუნდება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საქართველოში, თურქეთის რესპუბლიკიდან, 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

„საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

იტვირთბა....