ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დილით აანთო შუქი და აფეთქდა” – რამ გამოიწვია ბესიკის ქუჩაზე აფეთქება

წინასწარი ინფორმაციით, ბესიკის ქუჩაზე აფეთქება ბუნებივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დილით მოხდა, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“ათი დღის წინ გამათბობელი დააყენა, თან რემონტს აკეთებდა და რაღაც მოხდა ეტყობა. მთელი ღამე, ალბათ, გაზი გასდიოდა, დილით ადგა, აანთო შუქი და აფეთქდა” – უთხრა “კურიერს” თვითმხილველმა.

ადგილიზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

“გუშინ აქ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მოხდა დანადგარების დემონტაჟი. მილები იყო დანადგარების გარეშე, არ ჰქონდა დამხშობები, ასევე ონკანი იყო ღია მდგომარეობაში. “თბილისი ენერჯის” ჯგუფები აქ არ მუშაობდნენ, მოსახლეობის გადმოცემით, წუხელ ღამითაც იგრძნობოდა გაზის სუნი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა” – განმარტავს “თბილისი ენერჯის” სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე.

იტვირთბა....