გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17-19 ნოემბერს +10, +15 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება.
„მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. ბარში19 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება თბილისს, შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.