„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს. მაგალითისთვის, ღია სივრცეში პირბადის ტარება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შემოეღოთ არჩევნებამდე, რადგან ვხედავდით ინფიცირების მზარდ სტატისტიკას, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ვიწროპარტიულია, ეს წესი შემოიღო არჩევნების მეორე დღეს, წინა დღეს არ შემოიღეს, რადგან თვლიდნენ, რომ ამომრჩეველს გააღიზიანებდნენ. “
ლევან კობერიძე – “ლელოს” წევრი
ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.