ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგი წერეთელი: უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი, ძალიან ბევრ საკითხზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, პოლიტიკა დიალოგის გარეშე არ არსებობს.

მისივე თქმით, არ იცნობს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რუსეთთან დიალოგის შესახებ, თუმცა ყველა დაპირისპირებისა და ომის შემდეგ არსებობს დიალოგი.

„ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი, ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ვაჭრობის, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, რადგან მეზობლებთან ყველა შემთხვევაში გვჭირდება ურთიერთობები.
თუ გვინდა, საკითხი გადაწყდეს, უნდა იყოს  რაღაც შეთანხმება. უბრალოდ, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს, არა დროის მოგებას, არამედ საკითხის გადაწყვეტას.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, რუსეთთან ასეთი დიალოგი არ არის. რა თქმა უნდა, იქნებოდა კარგი, რომ რუსეთი ისე ჯდებოდეს დიალოგის მაგიდასთან და მისი ლიდერები და წარმომადგენლები, რომ ესმოდეთ, რა არის მათი ვალდებულება, იგივე 12 აგვისტოს შეთანხმებით; იგივე იმისთვის, რომ მიეცეს საქართველოს საშუალება, განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. სამწუხაროდ, ასეთი ხედვა რუსეთში არ არის, რუსეთში არის ხედვა, შეინარჩუნონ ყველა გზებით თავისი გავლენის სფეროები და ზეპირად ეს არის თანამედროვე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთი სურვილი რუსეთს გაუჩნდება, მაშინ ექნება აზრი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

იტვირთბა....