ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა

მოცეკვავე და ანსამბლ “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. როგორც ირკვევა, იგი საკუთარი მოტოციკლით ბოძს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

იტვირთბა....