მთავარი ციტატა

“ახლა ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ მაინც უნდა იყოს, რაც უფრო დავაგვიანებთ, მით მეტ დაზიანებას მივიღებთ”- კულუმბეგოვი

“ქვეყანაში ახლა ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ მაინც უნდა იყოს. არასაჭირო და არაგადაუდებელი სავაჭრო სივრცეები და აქტივობის ზონები: რესტორნები, კაფე-ბარები, მაღაზიები, ვფიქრობ, ორი-სამი კვირით უნდა დაიხუროს, რათა ადამიანებს გარეთ გასვლისა და სხვაგან სიარულის აუცილებლობა შეეზღუდოთ. როგორც ექიმი ვთვლი, რომ ახლა ამ ზომების მიღება საჭიროა. რაც უფრო დავაგვიანებთ, მით მეტ დაზიანებას მივიღებთ.”

ბიძინა კულუმბეგოვი  –  ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ამის შესახებ კულუმბეგოვმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....