ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიკარაგუას ქარიშხალი იოტა უტევს

ქარიშხალი იოტა ნიკარაგუას უტევს.

აშშ-ის ქარიშხლის ცენტრის განცხადებით (NHC), შტორმმა სანაპირო ხაზი ორშაბათს, 16 ნოემბერს, საღამოს გადაკვეთა.

როგორც BBC წერს, ქარიშხალი ზღვაზე გაძლიერდა და მეხუთე კატეგორიის გახდა (260კმ/სთ).

მედიასაშუალების ცნობით, იოტა წლის უძლიერესი ატლანტიკური ქარიშხალია, ამასთანავე, 1932 წლის შემდეგ, ნოემბრის მეორე ქარიშხალია, რომელსაც მე-5 კატეგორია მიენიჭა.

ბუნებრივი კატასტროფის გამო, ჰონდურასში, ნიკარაგუასა და გვატემალაში მდინარესთან და ატლანტიკის სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

იტვირთბა....