თბილისიის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ბინაზე გადის.
„ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს…“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.