aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ იქნებით ძალიან გახარებული” – პროფესორი კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს აფრთხილებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

,,ვინც გადაიტანეთ კოვიდი, ნუ იქნებით ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხეთ და ყველაფერი კარგად არის” – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

მისი თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში გვერდითი ეფექტები დატოვოს. პროფესორი “დღის კურიერში” გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს.

“ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე, ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, თუმცა, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩაწყნდარდება, გირჩევთ, მთლიანი ორგანიზმის გამოკვლევა ჩაიტაროთ.

სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი მოვლენები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მეხსიერებასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე. ასევე, გულსისძარღვთა სისტემების პრობლემები” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....