ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი თუ გიორგი გახარია – ვინ განიხილება “ოცნებაში” მომავალ პრემიერ-მინისტრად

“მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი პრემიერი, გიორგი გახარია განიხილება” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, თუ ვინ სად გააგრძელებს საქმიანობას ცნობილი გახდება მაშინ, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას.

„თუ ვინ სად მოიაზრება და როგორ მოხდება გადანაწილება, ეს ცოტა მოგვიანებით, როდესაც პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, დაამტკიცეს მთავრობას. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განიხილება მომავალ პრემიერ-მინისტრად. რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, თუ ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს ცოტა მოგვიანებით” – განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში” თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება.

იტვირთბა....