თბილისში, დადიანის ქუჩაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ ინციდენტი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლგაჩენილი მიკროავტობუსი წინ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რომელიც გამვლელებმა საბოლოოდ გამოათრიეს და ცეცხლის მოკიდებას გადაარჩინეს. ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან “მეტრონომის” ჟურნალისტმა მოგვაწოდა.
ადგილზე მობილიზებულია მაშველთა ჯგუფი და სახანძრო სამსახური. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.