ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის რამაზ სვანაძე, რომელიც ესტონეთთან საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარ მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გუნდს ესტონეთის წინააღმდეგ აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სფფ-ის ხელმძღვანელობამ სლოვაკ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

ვაისის მაგივრად ეროვნულ ნაკრებს ესტონეთის წინააღმდეგ მოედანზე 39 წლის რამაზ სვანაძე გაიყვანს, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს U19 ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს ფეხბურთლთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთლი იყო. მისი ბიძა, ზაურ სვანაძე კი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.

2013-15 წლებში რამაზ სვანაძე თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. 2015/17 წლებში ის ბაქოს „ინტერში“, ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2019 წლის პირველ მარტს კი ის საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....