თემქაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, ნიკა ნარიმანიძის ადვოკატის განცხადებით, მსხვერპლმა ნარიმანიძეს არატრადიციული სექსუალური კონტაქტი შესთავაზა. როგორც დავით ახალაურმა აღნიშნა, მსხვერპლის შეთავაზებამ ნარიმანიძე იმდენად ააღელვა, რომ ვერ იხსენებს, რა ვითარებაში ჩაიდინა მკვლელობა.
„მათგან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა, უკვე მსხვერპლმა, მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა და მას სთავაზობდა არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტს. იმდენად აღელვებული ვიყავი, რა ვითარებაში ჩავიდინე მკვლელობა, არ მახსოვსო“ – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისათვის, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა. ამის შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა.