მთავარი ციტატა

“ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები”- ელისაშვილი

“21 ნოემბერს, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა, რომ ნელ-ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება.”

ალეკო ელისაშვილი –  “მოქალაქეების” ლიდერი

ცნობისთვის, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, მეორე ტურში საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებს სირცხვილის დერეფნები მოუწყონ.

 

იტვირთბა....