მთავარი ციტატა

“ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი უკვე გაემიჯნა”- მდინარაძე ე.წ. სირცხვილის დერეფანზე

“ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან უკვე გაემიჯნა. თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ესაა განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. რამდენიმე მათგანმა გაბედა „სირცხვილის კორიდორის“, ამომრჩეველზე ამ სახის ზეწოლის დაანონსება მეორე საარჩევნო ტურის დღისთვის, რაც წარმოუდგენელია.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, მეორე ტურში საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებს სირცხვილის დერეფნები მოუწყონ.

იტვირთბა....