მთავარი ციტატა

“თუ ჩვენ შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის”- უსუფაშვილი სირცხვილის დერეფანზე

“სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის.”

დავით უსუფაშვილი – “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ უუსფაშვილმა Facebook-ზე დაწერა.

ცნობისთვის, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, მეორე ტურში საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებს სირცხვილის დერეფნები მოუწყონ.

იტვირთბა....