დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კლინიკებსი 5 ათასი ადამიანია მოტასებული, ხოლო თუ ქვეყანა მოახერხებს ინფიცირებულების 15-20% მოათავსოს კლინიკებში, მაშინ სავარაუდოდ არ დაგვჭირდება დამატებითი სივრცეების მობილიზება სამკურნალოდ. ამის შესახებ თავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულებისთვის არა მხოლოდ სპორტის სასახლის, არამედ სხვა სივრცეების განხილვაც შესაძლებელია, მათ შორის, საგამოფენო სივრცეების და სამხედრო სივრცეებისაც.
„გარდა სპორტის სასახლისა ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 სათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი, გარდაიცვალა.