პროფკავშირების(GTUC) ინფორმაციით, სასამართლომ საქართველოს ბანკს დასაქმებულისთვის (დ.ლ.)25 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
როგორც GTUC-ში განმარტავენ, მოსარჩელე საქართველოს ბანკში მუშაობდა 31 წლის განმავლობაში და იყო ბანკის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი.
„სააპელაციო სასამართლომ დ.ლ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად მიიჩნია და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 25 000 ლარის ოდენობით.
▪ მოსარჩელე საქართველოს ბანკში დასაქმებული გახლდათ 31 წლის განმავლობაში და იყო ბანკის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი.
▪ 2019 წლის მარტში, აბსოლუტურად მოულოდნელად, საქართველოს ბანკმა ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებული გაათავისუფლა სამსახურიდან და მის ადგილზე დანიშნა ახლადმოყვანილი კადრი.
▪ გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მივმართეთ სასამართლოს დ.ლ-ს უფლებების დასაცავად.
✅ 2019 წლის ოქტომბერში პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროფკავშირის მოთხოვნა – ბათილად ცნო დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანება და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 13 000 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გავასაჩივრეთ.
✅ 2020 წლის 12 ნოემბერს, სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დ.ლ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება კვლავ ბათილად მიიჩნია და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 25 000 ლარის ოდენობით.
▪ მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს“. – ვკითხულობთ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.