„მე მიმაჩნია ერთი რამ – მე მაგალითად თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმები თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხმები უნდა იყოს დაცული და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა უნდა იქნას მოპარული და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში.”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ.