ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტში კოვიდინფიცირებული ქართველი მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ ამსტერდამის შიფოლის აეროპორტში ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც კოორნავირუსითაა ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

32 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავა, როცა ის თვითმფრინავში ასვლას სცდილობდა.

მამაკაცი საქართველოდან შიფოლის აეროპორტის გავლით მალტაში მიფრინავდა. აეროპორტის თანამშრომელთან საუბრების დროს მან თვითონვე დაადასტურა, რომ იგი კორონავირუსით ინფიცირებული იყო.

სამართალდამცავებმა მამაკაცი მაშინვე დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს.

 

იტვირთბა....