ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, მართლა მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს” – სააკაშვილი

„არ უნდა გავბრაზდეთ არაფერზე, მიიღეს თავისი პროცენტები, ნახევარი ალბათ, მოპარეს, მაგრამ მიიღეს ცოტა. ივანიშვილის და ჩემი ერთ სიბრტყეში დაყენება, ალბათ არ იყო სწორი საარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ ყველას თავისი სიმართლე აქვს. გამიხარდებოდა, რომ მეტი პროცენტები მიეღო „ევროპულ საქართველოს, მაგრამ ახლა ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. გუშინაც, გია ბარამიძე იყო ეთერში, მოთოკა ბოლოს ხალხმა ემოციები. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, მართლა მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს. პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ და თვითონაც ჩემთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი მოეხსნება.”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ამის შესახებ დღეს ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

იტვირთბა....