ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობა თავიდან ავიცილეთ” – სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობა თავიდან აიცილეს. უწყების ცნობით, მოქალაქე ა.მ, რომელსაც ჰქონდა “ანტისამთავრობო შეხედულებები და არ ეთანხმებოდა პრემიერმინისტრის საგარეო და საშინაო პოლიტიკას.” როგორც უწყება განმარტავს, იგი ფლობდა დიდი რაოდენობით იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებას.

უწყების თანახმად, ეს ადამიანი ანტისამთავრობო შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებს მოელაპარაკა პრემიერმინისტრის სიცოცხლის ხელყოფითსა და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაციის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე. მოქალაქე ა.მ.-ს გარდა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს პარტია “სამშობლოს” ლიდერი და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, ყოფილი დეპუტატი და სომხეთის რესპუბლიკული პარტიის ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ვაგრამ ბაგდასარიანი და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრი ა.ა.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ჩხრეკის შედეგად იპოვეს დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის ტყვიამფრქვევები, სნაიპერის შაშხანები, ტყვიები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონატორები.

ცნობისათვის, ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. მთიანი ყარაბაღის შეთანხმებისთვის ხელის მოწერის გამო ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. 

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდოებოები.

იტვირთბა....