ახალი ამბები მთავარი

“ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააორგანიზა თუ სუსმა?” – ზუკა ბერძენიშვილი

ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააორგანიზა თუ სუსმა? – ამის შესახებ, „სირცხვილიას“ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც, დღეს პარლამენტთან გამართულ აქციას და მოქალაქეების ტრანსპარანტებს წარწერებით – „მიშა ჩამოდი“ და „ვითხოვთ მიშას“ ეხმაურება:

„მე რა მაინტერესებს იცით? ამ ბრძოლის ამ პერსონაზე ფოკუსირების მცდელობა თუ საერთო ოპოზიციურ ფრონტს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იმდენად აშკარა პრობლემებს უქმნიდა, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი ნიკა მელია აღუდგა წინ პირდაპირ ეთერში და მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც მყისიერად მხარი დაუჭირა და ათგზის გაუსვა ხაზი, რომ სააკაშვილმა სწორედ იმისთვის გაიტანა მისი პრემიერობის საკითხი უკან, რომ ახლა კონცენტრაცია საჭიროა იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა მითიურ მხსნელებზე…

რა შეიცვალა?

პ.ს. თვითორგანიზებულ და დაორგანიზებულ პერფორმანსს მაინც ნამდვილად ვარჩევ ამასობაში ერთმანეთისგან და მარტო ის მაინტერესებს, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააორგანიზა თუ სუსმა?“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.

იტვირთბა....