ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია! – უგულავა მაიკ პონპეოს ვიზიტის დღეს კიდევ ერთ აქციას აანონსებს

გიგი უგულავამ აქციის მინაწილეებს სიტყვით მიმართა და მაიკ პონპეოს ვიზიტის დღეს აქცია კიდევ ერთხელ დაააბონსა.

მისივე თქმით, ეს იქნება გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით გაყალბეულ ხმებს.

“რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოფენილი იქნება სტიკერები, სადაც ეწერება გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია! ეს დღე იქნება ნათელი მაგალითი, სადაც იქნება დისტანცია”- განაცხადა უგულავამ.

ადგილზე   “მეტრონომის” ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

იტვირთბა....