ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გოგლი-მოგლით გაზრდილი კობახიძე საპატიო ლოჟაში იჯდა” – შალვა ნათელაშვილი

“ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხისადმი კიდევ ერთხელ დავინახეთ დინამოს სტადიონზე, როდესაც ხალხი არ შეუშვეს და საპატიო ლოჟაში იჯდა, გოგლი-მოგლით გაზრდილი კობახიძე, რომელმაც არ იცის ბურთი მრგვალია თუ სამკუთხედი”.

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ადგილზე   “მეტრონომის” ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

იტვირთბა....