ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, 102 წლის ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის ინფექციური კლინიკაში, 102 წლის ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა. აღნიშნული კლინიკის მედ-პერსონალმა ხანდაზმული ქალი კლინიკიდან აპლოდისმენტებით გააცილა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, 102 წლის გალინა თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 74კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც“, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.

იტვირთბა....