ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილი გვეუბნება, რომ ისე მოგვეპყრობა როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს” – ბოკერია

“ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად ოპოზიციის პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ “ივანიშვილი, რომელიც გვეუბნება, რომ ისე მოგვეპყრობა როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, არ მიხვდება, რომ ასე გაგრძელება არის შეუძლებელი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, თამაში, რომელსაც “ივანიშვილი ძალადობით თავს ახვევს ხალხს”, ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია.

„ეს არის საზოგადოების აქტიური, კრიტიკული ნაწილის, მნიშვნელოვანი უმრავლესობის პოზიცია – მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება მოლაპარაკებებთან ერთად მანამ, სანამ ივანიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და რომელიც გვეუბნება, რომ ისე მოგვეპყრობა როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, არ მიხვდება რომ ასე გაგრძელება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ახალი არჩევნები, ნორმალური ან არსებითად ნორნალური არჩევნები. ჩვენს ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს. იმ თამაშის მიღება, რასაც ივანიშვილი თავს ახვევს ძალადობით ხალხს, არის კატასტროფის ტოლფასი ამ ქვეყნისთვის. ამის შედეგებს უკვე ვიმკით და რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, ეს შედეგები მით უფრო მძიმე იქნება, რომელიც აისახება ყველა მოქალაქის ბედზე”,  – განაცხადა ბოკერიამ.

ადგილზე   “მეტრონოს” ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას.

იტვირთბა....