ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან აქცია იწყება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია იწყება. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამო რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია 15:00 იწყბეა, ამ დროისთვის კი პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ამასთან, პარლამენტის შენობის წინ უკვე დამონტაჟბულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები მათ მხრდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

იტვირთბა....