ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ლევანი გამოიქცა, თორემ მასაც მიშოსავით მოკლავდა” – რას ამბობს თაკო ჩარკვიანი თანაპარტიელის სახლში მომხდარ მკვლელობაზე

თაკო ჩარკვიანი პარტიის წევრის ლევან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში მკვლელობა მოხდა. აღნიშნულ ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

თავად ბინის მესაკუთრე ლევან შაბურიშვილი კი ყელის არეშია დაჭრილი. – ამის შესახებ ინფორმაციას ambebi.ge. ავრცელებს.

– ლე­ვა­ნის სახ­ლში მოხ­და ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შუ­ა­ლი, ლე­ვა­ნი ძლივს გა­დარ­ჩა, ყე­ლის არე­ში აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ლე­ვა­ნი მარ­ტო პარ­ტი­ის წევ­რი არ არის ჩვე­ნი, ის უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნია, 20 წე­ლია ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლია. მსგავ­სი კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს. ფუტ­კარს ვე­ძა­ხით ლე­ვანს. მის სახ­ლში მოხ­და ეს ტრა­გე­დია.

ცნო­ბი­ლია მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა და ის და­კა­ვე­ბუ­ლია. მოკ­ლუ­ლია ლე­ვა­ნის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მიშო. თა­ვად ლე­ვა­ნი გა­მო­ექ­ცა მკვლელს, თო­რემ ამა­საც მოკ­ლავ­და, ყე­ლის არე­ში აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ლე­ვანს სახ­ლი და­უწ­ვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით. რომ მოკ­ლა ეს ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც თურ­მე ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი, შემ­დეგ სახ­ლში მო­ას­ხა ბენ­ზი­ნი და დაწ­ვა. მოკ­ლუ­ლია მიშო მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იყო ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი. რო­გორც ვიცი, და­ნა­შა­უ­ლის დროს ლე­ვა­ნი მე­ო­რე ოთახ­ში იყო გა­სუ­ლი, იქი­დან ხმა­ურ­ზე შე­მობ­რუნ­და იმ ოთახ­ში, სა­დაც ჩხუ­ბი იყო, სცა­და მკვლე­ლი მო­ე­შო­რე­ბი­ნა მსხვერ­პლის­თვის, მაგ­რამ მან ამ დროს ლე­ვან­საც ყელ­ში და­უს­ვა დანა და არ უშ­ვებ­და.

ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი ლე­ვა­ნიც. მან მო­ა­ხერ­ხა ამ მხეცს გაც­ლო­და, ამ სამ­ხე­ცემ ნაწ­ვა­ლე­ვი და ნაშ­რო­მი სახ­ლი გა­და­უწ­ვა ლე­ვანს. რო­გორც ვიცი, იქვე ყო­ფი­ლა ორი ნა­ბი­ჯის მა­ღა­ზია და იქი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლია კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ალ­ბათ ესეც და­ეხ­მა­რა და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა­ში პო­ლი­ცი­ას. ვერ­სად მი­ვაკ­ვლი­ეთ წუ­ხელ ლე­ვანს, ყველ­გან ვე­ძებ­დით, მერე გა­ვი­გეთ რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო. ლე­ვა­ნი სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობს, დე­და­მი­სი სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ.

არ გას­ჭირ­ვე­ბია დამ­ნა­შა­ვის დად­გე­ნა და და­კა­ვე­ბა პო­ლი­ცი­ას, ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. რო­გორც ვიცი, მკვლე­ლი ლე­ვა­ნის სახ­ლში გო­გოს­თან ერ­თად იყო მი­სუ­ლი. რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი ლე­ვა­ნის­თან. ამ­ბო­ბენ, მოკ­ლულ­თან მოს­ვლია კონ­ფლიქ­ტი მკვლელს. კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი არ ვი­ცით. ჯერ ვერ გა­ვე­სა­უბ­რეთ ლე­ვანს. ლე­ვა­ნი ისე­თი ახალ­გაზ­რდაა, რომ ინატ­რებ ადა­მი­ა­ნი ასეთ შვილს. პროგ­რე­სუ­ლი, მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი. პა­ტა­რა ასა­კი­დან მუ­შა­ობს, უპა­ტი­ოს­ნე­სი ბი­ჭია. ასე­თი­ვე ყო­ფი­ლა მოკ­ლუ­ლიც, ასე ამ­ბო­ბენ გო­გო­ნე­ბი, მაგ­რამ მე მას არ ვიც­ნობ­დი. მა­ნი­ა­კია რო­გორც ჩანს მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ყელს ჭრის ადა­მი­ა­ნებს. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ლე­ვა­ნის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლა, ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბიჭი იყოო, ძა­ლი­ან კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ.

წყარო: ambebi.ge.

იტვირთბა....