ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს – შსს

თბილისში, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას მალე გააკეთებს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სახლში მყოფი კიდევ კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც დაზიანება ყელის არეში აქვს მიყენებული.

ამ დროისთვის, დაჭრილი მამაკაცი სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ასევე, შსს- ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

იტვირთბა....