ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე” – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა მძიმე მოლაპარაკებების ფონზე წარიმართა.

მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

„დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაშორიშორებულია ჩვენი პოზიციები და მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე, „ქართული ოცნებაც“ ძალიან შორის არის თავისი პოზიციით ჩვენგან, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოლაპარაკება გაგრძელდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.

იტვირთბა....