ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„საქართველოში იმდენი ურწმუნოა, ალბათ, ეს კორონაც განსაცდელია” – შაქარაშვილის აქამდე უცნობი მიმოწერა მეგობართან

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გიორგი მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” გიორგი მამუჩაშვილის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ყოველღამით თავს ვიკავებ და ვამბობ რომ აღარ დავწერ არაფერს სოციალურ ქსელში და არავისთან ვისაუბრებ შენზე.. ყოველღამით როცა ჩვენს მიმოწერას გავხსნი და ვიდეოებს ვუყურებ რომელიც უამრავჯერ მაქვს წაკითხული და ნანახი ყოველ ჯერზე ახლებურად მიყვარდები.ამ ჩვენი მიმოწერის მცირე მონაკვეთში ჩანს ბევრი რამე … როცა იტყვიან სიტყვას ძმაკაცობაზე მეგობრობაზე ადამიანობაზე სპორტზე ეს ყველაფერი შენთან ასოცირდება არ გიყვარს ვიცი საუბარი შენ თავზე და მითუმეტეს როცა შენზე ვლაპარაკობთ და გაქებთ მაგრამ რთულია არ თქვა დღევანდელობაში , როგორ ვნანობ იცი რო უფრო მეტ დროს არ ვატარებდით ერთად წუთითაც არ დაგტოვებდი რას წარმოვიდგენდი რო ოდესმე ასე მოხდებოდა თითეულ წუთს გავუფრთხილდებოდი რაც დრო გადის უფრო მეტად მაკლიხარ როგორ მენატრება შენთან სტადიონზე ყოფნა უბრალოდ ლაპარაკი ჩემო შაქარ.. ყველაზე ძალიან გული მწყდება იმ ყველაფერზე რასაც ვგეგმავდით და რამდენი რამე გველოდებოდა”, – წერს გიორგი მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი “ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე გიორგისთან პირად მიმოწერასაც ასაჯაროვებს.

იტვირთბა....