ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსის რა ულუფას მიიღებს ადამიანი” – თენგიზ ცერცვაძე

“კონტაქტი თუ ხანმოკლეა გაცილებით ნაკლები შანისია იმისა, რომ ადამიანი დაინფიცირდეს,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში კორონავირუსის ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსის რა ულუფას მიიღებს ადამიანი.

“დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსის რა ულუფას მიიღებს ადამიანი. მარტივად გეტყვით ინფიცირებულთა კონტაქტი თუ ხანმოკლეა გაცილებით ნაკლები შანისია იმისა, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ დავუშვათ ეს კონტაქტი თუ საათები გრძელდება და ერთ ოთახში მუშაობენ და დაინფიცირების შანსიც იმატებს. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას აქ ზუსტი კორდინაცია არ არსებობს, ისე რომ  მიიღო ვირუსის დიდი დოზა და აუცილებლად მძიმე ფორმით დაგემართება ეს დაავადება და ვინც მიიღო ნაკლები დოზა და მას უსიპტომო ექნება ესეთი კორდინაცია არ არსებობს.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხ: ვიდეო”

იტვირთბა....