ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული” – გიორგი ვაშაძე

“მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული,” – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული. დანარჩენს შევხედოთ, დამოკიდებულია, რა იქნება დღეს შეხვედრაზე.” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....