ახალი ამბები მთავარი სამართალი

„დაგვაგორეს კიბეზე,  თავის და თვალის არეში მაქვს დაზიანება“ , – ფეხბურთის ფედერაციასთან დაშავებული

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაშავებული გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ დაზიანება თავის და თვალის არეში აქვს მიყენებული.

მისივე თქმით, ორი ადამიანი ავიდა კანცელარიაში, რათა სიმბოლურად ჩაებარებინათ ჩაფუშული ბურთი, წითელი ბარათი და „ცხოველების ფერმა“, რა დროსაც კიბეზე დააგორეს.

„ორი ადამიანი ავედით კანცელარიაში, რომ სიმბოლურად ჩაგვებარებინა ჩაფუშული ბურთი, წითელი ბარათი და “ცხოველების ფერმა”, ამ დროს ეს ადამიანები, დიდი ალბათობით მაღალჩინოსნები, რომლებიც დოლიდან აქ იყნენ, ცდილობდნენ პროვოკაციას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ხელი მკრეს. თავის და თვალის არეში მაქვს დაზიანება, დაგვაგორეს კიბეებზე. არ გვეშინია, ვერ გაგვტეხენ“. -განაცხადა აქციის მონაწილემ.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩნზე მმართველი გუნდის წევრების დასწრებას აპროტესდებენ, იმ ფონზე, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვებოდა.

აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჩაფუშული ბურთი მიიტანეს, რასაც ფედერაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა.

იტვირთბა....