ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე ერთი პირი დაშავდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას ერთი პირი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილი მოქალაქები საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩნზე მმართველი გუნდის წევრების დასწრებას აპროტესდებენ, იმ ფონზე, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვებოდა.

აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჩაფუშული ბურთი მიიტანეს, რასაც ფედერაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა.

იტვირთბა....