ბელარუსში, მშვიდობიანი მოქალაქის, რომან ბონდარენკოს მკვლელობა საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა. უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ ბონდარენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს პირადი დაკვეთა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.
აგვისტოდან მოყოლებული, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
“ლუკაშენკოს და მის გარემოცვას მოუწევს პასუხი აგოს მსგავს დანაშაულებებზე” – ასეთ ციტატას აქვეყნებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინ სონინი.
მისი თქმით, ბელარუსის ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას საერთაშორისო ტრიბუნალის პრეცენდენტი, ისეთვე, როგორიც იყო სიერა-ლეონეში, როცა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
სონინის განცხადებით, ლუკაშენკოს და მის გარემოცვას დღეს ეშინიათ ზუსტად ამ მოსალოდნელი საშიშროების. “მას დასაკარგი არაფერი აქვს და ყველაფერზე წავა. ამიტომ აუცილებელია ბელარუსის საკითხზე შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი” – წერს პროფესორი.
შეგახსენებთ, რომან ბონდარენკო სასიკვდილოდ სცემეს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა ნიღბიანებმა. ბონდარენკო რეანიმაციულში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.