„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავი“, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როცა ფერმერს ორი და სამი ხე აქვს, თავადაც უნდა იაქტიუროს მის გაყიდვაზე.
„დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის მოსაგროვებლად… არ მგონია, ხურმა ჩაითვალოს მთლად უხეიროდ. მე, პირადად, გავაკეთე ხურმის ჩირი და დამიჯერეთ, ძალიან კარგი გამოდის… ამ გაჭირვების დროს თუ ფერმერი ხეზე არ დატოვებს ხურმას, კარგი იქნება, არაყს გამოხდის ან დაჩირავს,“ – განაცხადა მინისტრმა.
წყარო: „ბათუმელები“.