მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს19 წლის ფეხვურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება.
დღეს მოსამართლე ბრალდებული არასწრულწლოვნების საბოლოო განაჩენს გამოცხადებს.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში, კიდევ ერთი სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, სადაც მოსამართლე სასჯელის შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.