მთავარი ციტატა

“პოლიციამ უნდა იზრუნოს წესრიგზე, მაგრამ ზოგჯერ ის უშვებს შეცდომებს და ცდილობს დაანახოს საკუთარი ძალა”- ევროპარლამენტარი

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას არ გამოიყენოს პოლიციური ძალები, ისეთი გზით რაც ადამიანების რადიკალიზაციას მოახდენს. მე მესმის, რომ პოლიციამ უნდა იზრუნოს წესრიგზე და ხალხს არ მისცეს საშუალება, რომ დააზიანოს სახელმწიფოს საკუთრება, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, რომ ზოგჯერ პოლიცია უშვებს შეცდომებს და ცდილობს დაანახოს საკუთარი ძალა. ამან შეიძლება მოიტანოს ადამიანთა რადიკალიზაცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიციას, რომ ასეთი მეთოდები არ გამოიყენოს.”

ანდრიუს კუბილიუსი – ევროპალრმანეტარი

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა “ფორმულასთან”  ცესკოსთან აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რუსთაველის გამზირიდან  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული საშუალეების დროს დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი.

იტვირთბა....