ახალი ამბები მსოფლიო

ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დადგინდა

ფრანგული RTL-ის ინფორმაციით, გამოძიებამ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა და ის “ისლამურ სახელმწიფოში” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი, 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია.

ფრანგი სამართალდამცავების ცნობით, სწორედ აბაუდი კურირებდა ტერიტორიების ქმედებებს 13 ნოემბერს. აბდელჰამიდ აბაუდი ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრია.

ფრანგული გამოცემა ასევე იტყობინება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აბაუდს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. ტერაქტების ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. მან ასევე, ევროპაში ახალი თავდასხმები არ გამორიცხა.

იტვირთბა....