“უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა, დაყარა მაგიდაზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვნა იატაკზე. ამ ფაქტს შეესწრო კირა კაურინკოსი, ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი და რა თქმა უნდა, გაუკვირდა. როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს საერთოდ? ამ ბიულეტენებში შემოხაზული იყო 41. ამ დროს ეუთოს გრძელვადიან დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იქ მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას და ეს დასტა, საბოლოო ჯამში, მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას.”
გიორგი კანდელაკი – “ევროპული საქართველოს” წევრი
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.