ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ ვმეგობრობთ” – შალვა ნათელაშვილი მაიკლ პომპეოზე

„პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად.”

შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბრს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს. მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს.

იტვირთბა....