ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარააღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანის, შუშან სტეფანიანის ინფორმაციით, ერევანში განაცხადეს, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არასაფრენ ზონად გამოცხადდა. სტეფანიანის თქმით, სომხეთის და მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სომხეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო სისტემები და რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები ერთობლივად უზრუნველყოფენ.

სტეფანიანის განცხადებით, გამონაკლისს წარმოადგენს სამხედრო ავიაცია და სამოქალაქო თვითმფრინავები, რომელთა გადაადგილებაც ერევანთან წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ერევნის საჰაერო სივრცეში თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს.

იტვირთბა....